| სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვა |
17 აპრილი 2012 |
11 აპრილს, ასოციაციის ,,ღირსეული სიბერე“ ოფისში (ქობულეთი, აღმაშენებლის 130) საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრის ბენეფიციართა მიერ თექაზე, თიხაზე და ხეზე შესრულებული ნაკეთობები. გამოფენა-გაყიდვაში საზოგადოების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებას გამორჩეული სპონსორებიც ჰყავდა. კერძოდ ქობულეთის აგრარული ბაზრის ,,ოქროს არწივი“ დირექტორი ალექსანდრე რომანაძე, რძის პროდუქტების ქარხნის ,,სისტა” ხელმძღვანელი მერაბ ნემსაძე, სუპერმარკეტის ,,ქობულეთი“ მფლობელი მამუკა ჯინჭარაძე და მეწარმე რეზო კახიძე. აქციის შედეგად სააღდგომო პროდუქტების ნაკრები 50 უმწეო მოხუცს გადაეცა.
|
|
|