http://www.awa.org.ge

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ - ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ქობულეთის მუზეუმთან ერთად ახორციელებს პროგრამას - ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“. პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს, სემინარებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ექსპედიციებს და გამოფენებს სხვადასხვა თემებზე: ხელსაქმის და ხელოსნობის ტრადიციები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული სარიტუალო ტკბილეული, ლოცვები და შელოცვები, სახალხო მედიცინა, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები და სხვა. აქტივობებში ჩართულები არიან ცნობილი ქობულეთელი ხელოსნები, ხელსაქმის ოსტატები, სახალხო მთქმელები, და მკურნალები, კულინარები. პროგრამის მიზანია მათი საქმიანობის და ცოდნის პოპულარიზაცია, ხანდაზმული ადამიანების ინტეგრაციას საზოგადოებაში.
უძველესი სამედიცინო წერილობითი ძეგლების არსებობა, რომელთაგან განსაკუთრებით გამოსარჩევია „ქობულეთური კარაბადინი“ (დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) და „კინტრიშული კარაბადინი“ (დაცულია ქობულეთის მუზეუმში), რომელიც ადასტურებს, რომ ქობულეთში მედიცინა უძველესი დროიდან იღებს სათავეს; ამჯერად დაიგეგმა ექსპედიცია კინტრიშის ხეობის სოფლებში. ექსპედიციის მიზანი იყო იქ მცხოვრები სახალხო მკურნალების ოჯახებში საუკუნეების მანძილზე დაცული, თაობიდან თაობებზე გადაცემული ცოდნის შეგროვება და პოპულარიზაცია. შედგა სამუშაო ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: რეზო ტაკიძე – ჯგუფის ხელმძღვანელი /ქობულეთის მუზეუმის დირექტორი; ნატა მიქელაძე–ასოციაციის წარმომადგენელი/ ასისტენტი – ფოტო/ვიდეო გადაღება; ლაშა ჟღენტი – ასოციაციის წარმომადგენელი/ ასისტენტი – მძღოლი. რესპოდენტებთან მოხერხდა ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება, წერილობითი ცნობების შეგროვება; აღნიშნული მასალის მიხედვით მომზადდება ვიდეო ფილმი. 

გუგული ჯინჭარაძე–ნოღაიდელისა, 70 წლის, სოფელი ალამბარი
ქალბატონი გუგული სხვადასხვა მალამოებისა და ნაყენებს 50 წელზე მეტია ამზადებს. იგი 10-12 წლის ასაკიდან ბებიას-ფადიმე შამილიშვილს უწევდა ასისტენტობას, რომელმაც ეს ცოდნა დედისაგან – ფიდოსი ცივაძისაგან ისწავლა, იმან კი ეს ცოდნა ბებიისგან მიიღო. როგოც ქალბატონმა გუგულიმ გვითხრა ტრადიციაას ოჯახის რძალი, პროფესიით პედაგოგი ალამბრის საჯარო სკოლის დირექტორი დალი ნიჟარაძე აპირებს.
„ნოღაიდელის“ საფირმო მალამოები და ნაყენები ჰკურნავს ჰაიმორიტს, სახსრების ანთებას და სხვა დაავადებებს
მისამართი, ქობულეთი, სოფელი ალამბარი, ტელ: 595 35 95 90. 

ავთანდილ რომანაძე – 64 წლის, სოფელი წყავროკა
საფირმო ნიშანი „რომანაძის მალამო“ საზოგადოებაში ფართოდაა ცნობილი. ავთანდილ რომანაძე აქტიურად სახალხო მედიცინით 1990 წელს დაინტერესდა; ცოდნა მან დედისაგან – მერი გოგიტიძისაგან მიიღო, რომელსაც ეს საქმე თავისი ბებიისგან უსწავლია, რომელიც გოხიძის ქალი ყოფილა სოფელ ხუცუბნიდან.
„რომანაძის მალამო“ ძირითადად მეფუტკრეობის პროდუქტებზე მზადდება. თუმცა ასევე იყენებს ადგილობრივ სამკურნალო მცენარეებს: მრავალძარღვა, გვირილა, ორკბილა, კრაზანა, შავბალახა, ნეგო, ბარდაყვავილა – ფესვები და ფოთლები, ასკილი, ჯინჭარი. მცენარეების მოპოვება ხდება მაღალმთიან ზონაში.
მალამო 15–მდე დაავადებას კურნავს, მათ შორის გამორჩეულია ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ბუასილი, დამწვრობა, ჭრილობა, ყურის ტკივილი, გამონაყარები, თავიუს მხრივ ალერგიული დიათზი და ასევე დერმატიტი.
ავთანდილ რომანაძის გზას აგრძელებს მისი ვაჟი, 34 წლის დავით რომანაძე.
მისამართი, ქობულეთი, სოფელი წყავროკა, ტელ: ავთანდილი –577 32 76 40 / 593 46 89 79 დავითი – 577 34 65 78. 

ნათელა შიშმანიძე–გოლიაძე – 66 წლის, სოფელი ნაკაიძეები
„გოლიაძის მალამო“–ს ქალბატონი ნათელა ორი ათეული წელია ამზადებს. მან ცოდნა მამისაგან სოფ. ბუკნარი მკვიდრ შოთა შიშმანიძისგან მიიღო. 
„გოლიაძის“ მალამო ძირითადად დამწვრობაზე, წითელ ქარებზე, გამონაყარებზე და სხვა კანის დაავადებების განსაკურნებლადაა გამოცდილი. 
ქალბატონი ნათელა ფიქრობს, რომ მის გზას შვილისშვილები გააგრძელებენ, რომლების მალამოების მომზადების პროცესში ეხმარებიან. მისამართი, ქობულეთი სოფელი ნაკაიძეები, ვაჟა – 593 41 83 66, გიორგი – 557 91 34 90.

სულიკო ვერულიძე – 60 წლის, სოფელი ქობულეთი
სულიკო ვერულიძეს მალამოების მომზადების საიდუმლო ბებიისგან 
მარო კვარაცხელიასგან მიუღია. მარო ბებოს კი ეს საქმიანობა ნენკვიდრეობით თავისი წინაპრებისგან სამეგრელოში, ზუგდიდის რაინოში უსწავლია. 
მისი მალამო კურნავს წითელ ქარს, მშრალ და სველ
კოლიტს, ბუასილს და სხვადასხვა წრილობებს. ბატონი სულიკო საჭირო მასალას, ადგილზე, კინტრიშის ხეობაშიც მოიპოვებს, მალამოს მომზადდება ორიგინალურია: 
მცენარე კარგად უნდა გახმეს ჩრდილში, შემდეგ მიღებული ხმელი მასა უნდა დაიწვას და ფერფლი გადაიზილება ქათმის კვერცხის გულში. 
მისამართი: ქობულეთი, სოფელი ქობულეთი,
საკონტაქტო პირი სულიკო ვერულიძე –599 01 64 67.

უკან