30 ივლისს, ასოციაციაში პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) , გაიმართა შეხვედრა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის აქტუალურ თემაზე - სოციალური დახმარების სისტემაში შესულ ცვლილებებსა და სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების შესახებ.
მაისიდან სატესტო რეჟიმში სოციალური დახმარების ახალი სისტემა ამოქმედდა და ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციართა ნაწილს, მათ შორის მარტოხელა მოხუცებს სოციალური დახმარება შეუწყდათ.
ბენეფიციარებმა ხანდაზმულთა რესურს ცენტრს მომართეს თხოვნით აღნიშნულ საკითხში გარკვევისათვის - თუ რა დაედო საფუძვლად მათი სოციალური სტატუსის შეწყვეტას.
სხდომას ოცამდე ბენეფიციარი ესწრებოდა, რომელთა ქეისები პრობლემიდან გამომდინარე ინდივიდუალურად იქნა განხილული. მოწვეულმა სტუმარმა, ქობულეთის სოციალური სამსახურის სოციალურმა აგენტმა ია ემინაძემ, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა თითოეული ბენეფიციარის საკითხი, ამომწურავი პასუხები გასცა მათ.
შეხვედრაზე ასევე განმარტებები გაკეთდა სოციალური დახმარების პროგრამაში შესულ ცვლილებებზე და ყურადღება გამახვილებულ იქნა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც მარტოხელა მოხუცებს მიუხედავად მინიჭებული ქულებისა თავიდან დაეთვლებათ შეფასების კოეფიციენტი.