27 მარტს, ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნის ფარგლებში, ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლელო რესურს ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რესურს ცენტრის თანამშრომლები და ქობულეთის საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქვეყანაში არსებული დაცვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის მექანიზმებზე ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრას უძღვებოდა იურისტი მარიანა ჟღენტი. სამომავლოდ ასოციაცია გეგმავს აღნიშნულ თემაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში მიმდინარეობს (დონორი-ევროკავშირი)