ხანდაზმულთა რესურს ცენტრში ხანდაზმულებს საშუალება აქვთ მიიღონ უფასო იურიდიული მომსახურეობა: სამართლებრივი რჩევები, დახმარება იურიდიული დოკუმენტების შედგენაში. სოციალურად დაუცველთათვის შესაძლებელია უფასო საადვოკატო მომსახურეობა (იურისტი მარიანა ჟღენტი)
ტარდება საინფორმაციო შეხვედრები მოწვეულ სპეციალისტებთან, რომლებიც ხანდაზმულებს უზრუნველყოფენ უახლესი ინფორმაციებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჯანდაცვისა და პირადი უფლებების შესახებ; ორგანიზებულია კომპიუტერის შესწავლა. ხანდაზმულებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ კომპიუტერის მოხმარების უნარჩვევებს, შეისწავლონ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ფოსტის და სკაიპის გამოყენება და სხვა.