დღეს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისში, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში სემინარი - თემაზე ,,ტერორიზმი და ტოლერანტობა“ გაიმართა, რომელშიც ხანდაზმულების გარდა მე 6 საჯარო სკოლის (დირ. ნატო შამილიშვილი) მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. სემინარს ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე უძღვებოდა.მონაწილეებმა ისაუბრეს სხვადასხვა რელიგიური თუ კულტურული ჯგუფების თანაარსებობაზე და ტოლერანტობის ადგილობრივ გამოცდილებებზე. სემინარის გარკვეული დრო ტერორიზმს და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს დაეთმო და მასზე საუბრის დროს ხაზი გაესვა, იმას, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას გამომწვევი მიზეზებიც საჭიროებს.
სემინარის ბოლოს საინტერესო დისკუსია გაიმართა.
საქმიანობა ხორციელდება ’’დემოკრატიის ინსტიტუტისა’’ და ’’ღირსეული სიბერეს’’ ერთობლივი პროექტის - “დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.