ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ბენეფიციართა პრობლემების მოგვარებისათვის კვლავაც აქტიურად მუშაობს. დღეს ორგანიზაციის იურისტი მარიანა ჟღენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნუგზარ ჟორდანია ქობულეთში, კომახიძის ქუჩის #15 სახლის ბინადარს, მარტოხელა ბენეფიციარს თინა მახარაძეს ეწვივნენ, რომელმაც თხოვნით მოგვმართა და დიდთოვლობის დროს სახლის კედელზე გაყვანილი საკაბელო ტელევიზიის ჩამოშლილი კაბელების მოწესრიგებაში დახმარება გვთხოვა. საკითხი ადგილზე იქნა შესწავლილი და როგორც შპს ,,დევკა“-ს საკაბელო ტელევიზიის ტექნიკურმა ოპერეტორმა ვიქტორ ლევიტანმა გვითხრა ხარვეზები უახლოეს დროში გასწორდება. დღესვე ასევე მოგვარდა ბენეფიციარების იულია ჟუკოვასა და ჟუჟუნა გაბაიძის შეშით მომარაგების საკითხიც. აიპ. ქობულეთის გამწვანების დირექტორის ვახტანგ ნემსაძის დაპირებით ხანდაზმულებს საჭირო რაოდენობის შეშას რამდენიმე დღეში მიუტანენ.
ხანდაზმულთა ადვოკატირება მიმდინარებს პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს