1 ოქტომბერი, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, ფართოდ აღნიშნა დღეს ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“. პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში, ასოციაციის ოფისში ფენეფიციარებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ასოციაციის პარტნიორი გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ მთავარმა რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ, სტუმრებს მიესალმნენ და ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს ასოციაციის თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ, ჟურნალისტმა ნუგზარ ჟორდანიამ, ქობულეთის კულტურის ცენტრის დირექტორმა სოფო მოწყობილმა, ბენეფიციარებმა მზია მეტონიძემ და ნათელა ჟღენტმა, ხოლო მეცენატმა ბიზნესმენმა ჯუმბერ გოგიტიძემ ხანდაზმულებს საჩუქრები დაურიგა. საზეიმო საღამოზე სტუმრებმა ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ვიდეოებიც იხილეს, კულტურის ცენტრის პატარა აღსაზრდელებმა კი ხანდაზმულებს მუსიკალური ნომრები უძღვნეს, გათამაშდა მხიარული ლატარია.