http://www.awa.org.ge

12 და 13 ნოემბერს ამ წელს ბოლო ჯგუფმა დაასრულა ტრენინგების ციკლი თემაზე ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ (ტრენერი: დავით არძენაძე) ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" ახორციელებს (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი). პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს. სემინარები ტარდება ასევე მეცხოველეობასა და მემცენარეობაში. ტრენინგები გაგრძელდება 2017 წლიდან, მაგრამ გადანცხადების შემოტანა ყოველდღე შეგიძლიათ. მისამართი ქობულეთი, რუსთაველის 36.

უკან