http://www.awa.org.ge

25 ოქტომბერს, ასოციაცია ,, ღირსეული სიბერის“ ოფისში, მინი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში ყველა თაობის 18 მოჭადრაკეე მონაწილეობდა. ყველაზე პატარა მოჭადრაკე 7 წლის ელენიკო არიშვილი, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 83 წლის ეთერ ჩხაიძე გახლდათ. შეჯიბრება სასპორტო სკოლის ჭადრაკის მწვრთნელის ამირან მჟავანაძის მონაწილეობით მომზადდა. დაძაბული ბრძოლის შემდეგ ტურნირის გამარჯვებული 25 წლის ამირან მალანია გახდა, მეორე და მესამე ადგილები 8 წლის მარი ცეცხლაძემ და 13 წლის ნოდარ მამულაძემ გაიყვეს. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო საჩუქრებით კი ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა. დღეს ჭადრაკმა ყველა თაობის ადამიანს ლამაზი და შინაარსიანი ურთიერთობის საშუალება მისცა და ამით დიდი სიხარულიც მიანიჭა. ტურნირი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან