http://www.awa.org.ge

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით სოფ. მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ამავე სოფლის საჯარო სკოლის უფროსკლასელების, პედაგოგებისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ასოციაციის იურისტი მარიანა ჟღენტი და ქობულეთის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი მზია გოგიტიძე უძღვებოდნენ, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის სახეობების, ძალადობის გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის, დამცავი და შემაკავებელი ორდერი შესახებ. შეხვედრის ბოლოს მოზარდებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის გაიმართა დისკუსია. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან