http://www.awa.org.ge

1. ჯენიფერ ლოურენსმა მოუწოდა ქალებს მათი სხეულის სიყვარულისკენ.

2. რობინ თიკეს სიმღერა გაუპატიურების, კულტურის და თანხმობის შესახებ, რის შემდეგაც ფემინისტების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

3. ემი პოელერის და თინა ფეის გამოსვლა, რითიც მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ყველა, ვინც თვლის რომ ქალები არ არიან მხიარულები, ცდება .

4. ბიონსეს, როგორც ამაყი ფემინისტის გამოჩენა– ერთერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის თანამედროვე ფემინისტია და თანასწორობის სწამს.

5. ბოლივუდელი მსახიობის პასუხი ჟურნალისტს, რომელმაც გააკრიტიკა მისი შეხედულებები პატრიარქატზე.  როდესაც რეპორტიორმა მალიკა შერავათს სთხოვა, განემარტა მისი გამონათქვამი, რომ ინდოეთი რეგრესიული და დეპრესიულია, მსახიობმა მიუგო, რომ ის არ აპირებდა ტყუილის თქმას მის სამშობლოში ქალების მდგომარეობის შესახებ,

6. იდნოეთში ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურებამ შედეგი გამოიღო და ისტორიული საკანონმდებლო ცვლილებები გამოიწვია: 19 მარტს პარლამენტმა მიიღო კანონი გაუპატიურების წინააღმდეგ, რომელიც აორმაგებდა აღნიშნულ დანაშაულში ბრადებულთა სასჯელს.

7.  გოლდიბლოქსმა დაამტკიცა, რომ გოგოებს შეუძლიათ იყვნენ მეტი, ვიდრე პრინცესები. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მსოფლიოში ინჟინერების მხოლოდ 11%ია ქალი, კომპანიის ინტერნეტ გვერდზე გაჩნდა განცხადება:”ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოში არის მილიონობით გოგო, რომლებიც ინჟინერები არიან, თუმცა შეიძლება ჯერ თითონაც არ იციან ეს, გოლდიბოქსს კი შეუძლია მათთვის გზის დანახება”.

8. მინდი ქალინგმა გამოააშკარავა ქალებთან მიმართებით არსებული ყველაზე ცუდი უარყოფითი სტანდარტები. ერთერთ ჯურნალთან ინტერვიუს დროს მან განაცხადა: “ძალიან ხშირად მეკითხებიან, საიდან მოვიპოვე ამხელა ნდობა. ეს კითხვა ჩემთვის ჟღერს შემდეგნაირად: შენ არ ხარ გამხდარი, არ ხარ თეთრი, შენ ხარ ქალი– საერთოდ რატომ გჯერა, რომ რაღაცას წარმოადგენ?”

9. ვენდი დევისი– ფემინისტი გმირი: მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელები ცდილობენ დაემტკიცებინათ კანონპროექტი, რომელიც ტეხასში არსებული აბორტის კლინიკების მესამედის დახურვას გამოიწვევდა, დევისის დამსახურებით კანონპროექტის მოსმენა ზაფხულისთვის გადაიდო და ცვლილებები ვერ დამტკიცდა.

10. სარა სლამენის პროტესტი– სლამენი იყო ერთერთი იმ აქტივისტთაგან, რომელიც წელს არჩევანის ჩახშობის წინააღმდეგ იბრძოდა ტეხასში და ვენდი დევისს უჭერდა მხარს.

11. ჯონ ლეჯენდმა კაცებს ფემინისტობისკენ მოუწოდა– ერთერთი პრეს კონფერენციის დროს მომღერალმა განაცხადა: “ყველა კაცი უნდა იყოს ფემინისტი. კაცები რომ ზრუნავდნენ ქალთა უფლებების დაცვაზე, ბევრად უკეთეს სამყაროში ვიცხოვრებდით.

12. კერი ვაშინგტონი ემის დაჯილდოებაზე ნომინირებული პირველი შავკანიანი ქალი გახდა 1995 წლის შემდეგ

13.  ელენმა გააკრიტიკა Abercombie  და Fitch მძიმეწონიანი ქალების შეურაცხყოფისთვის და განაცხადა, რომ “სილამაზე არ იზომება 0დან 8–მდე და ეს არაფრის მთქმელი ციფრებია”.

14. მალალას ფემინისტური გამოსვლა გაეროში– 12 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეზე, მალალა უსუფაზი პირველად გამოვიდა სიტყვით მას შემდეგ რაც გადაურჩა თალიბანის მიერ ნასროლ ტყვიას.

15. სოლიდარობა თეთრკანიანი ქალებისთვის არის– ფრაზა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ფემინისტურ მოძრაობებს მოუწოდებს კანის ფერზე ნაკლები აქცენტის გაკეთებისკენ.

16. 26 ივნისი, ამერიკის შეერთებული შტატები– თარიღი, როდესაც ამერიკამ გადადგა ნაბიჯი სამართლიანობისა და თანასწორობისკენ და არ დაამტკიცა ორი დისკრიმინაციული კანონი, რომელიც ამცირებდა LGBT  პირების უფლებებს. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა ამ მოვლენების აღსანიშნავად, უზენაესი სასამართლოს კიბეებთან იქორწინეს

17. ვიდეო, რომელიც ინდოეთში გაუპატიურების პრევენციის პაროდიას წარმოადგენს, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და რომელშიც წარმოდგენილია სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები

18.  რიკი პერის გამოსვლა– 2013 წლის სექტემბერში, ტეხასის ფესტივალზე ევან სმიტტან საუბრისას, ჟურნალისტმა ანიტა პერის კითხა ნამდვილად თვლიდა თუ არა, რომ აბორტი ქალის უფლება იყო. “დიახ, ეს ქალთა უფლებების შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც კაცის მიერ რაიმე სახის პროცედურის ჩატარება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვეთანხმები ამ საქციელს”–გაცახადა ანიტამ.

19. ზერლინა მაქსველის გამოსვლა– “მე ვფიქრობ, რომ საუბარი იმაზე, რომ გაუპატიურების პრევენციის საშუალება მეტი იარაღის დარიგებაა. მე არ მინდა, რომ ქალებს ვინმე რაიმეს მიუთითებდეს. მე არ მინდა რომ ქალებს, რომ მე მეუბნებოდეს კაცი რა ჩავიცვა, როგორ მოვიქცე, რომ არ უნდა დავლიო. და მე არ მინდა, რომ იარაღი მჭირდებოდეს გაუპატიურებისგან თავის დასაცავად”.

20. სარა სილვერმანის და ლიზა ვინსტიდის მიერ ორგანიზებული ტელემარათონი, რომელიც აბორტის გაკეთების უფლებას ეხებოდა, და რომლის შედეგადაც 50 000$ შეგროვდა ტეხასელი ქალებისთვის

21. ელიზაბეტ უორენი ხელისუფლების კრიზისის დროს– მან  თავის თავზე აიღო ის, რისი თქმა და გაკეთებაც ბევრ ამერიკელს უნდა. 16დღიანი კრიზისი ამერიკას 24 მილიარდი დაუჯდა, და განსაკუთრებული გავლენა იქონია ქალებზე და ბავშვებზე. სენატში გამოსვლისას, უორენის გამოსვლამ, რომელშიც ის რესპუბლიკელებს ადანაშაულებდა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

22. მელისა ჰარის პერის გამოსვლა 8 ნოემბერს– ორი ფემინისტურად მოაზროვნე ადამიანი საუბრობდა შავკანიან ქალებს და კაცებს შორის არსებულ და ზრდად დისტანციაზე, იმაზე თუ როგორ იწვევს სირცხვილი ტრავმას და “შავ განრისხებულ ქალთან” დაკავშირებით არსებულ სტერეოტიპებზე. 

23. მარისა ალექსანდერი, რომელსაც 20წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან გაათავისუფლეს

24. GLAAD განაცხადა, რომ საქმიანობაში ტრანსსექსუალი ადამიანების ჩართვას აპირებს

25. Hello Flo–ს მიერ გაკეთებული ტამპონების რეკლამა

26. Facebook–მა დადო პირობა, რომ აკრძალავდა გაუპატიურების შესახებ ხუმრობებს

27. “ნარინჯისფერი ახალი შავია”– გადაცემა, რომლის პრემიერაც ივლისში მოეწყო"

28.გლორია შტაინემს  უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო გადაეცა

http://www.policymic.com/articles/76145/27-most-iconic-feminist-moments-of-2013

უკან