ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე - 9 მაისი მიულოცეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ასოციაციის ოფისში ვეტერანების ჯანმრთეობის მდგომარეობის გამო, სადღესასწაულო ღონისძიება არ ჩატარებულა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ 5 ვეტერანი ცხოვრობს. ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს საამაყო და საყვარელ ბენეფიციარებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!