ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები დღეს ქობულეთის ფიჭვნარის ნაქალაქარში იმყოფებოდნენ. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უნიკალურად აფასებენ.
ხანდაზმულებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების დანიშნულება და სავარაუდო წარმოშობის წლების შესახებ ინფორმაცია არქეოლოგმა პროფესორმა ამირან კახიძემ მიაწოდა. ექსკურსიის საინტერესო მომენტი იყო ის, რომ 63 წლის უნახავი ამხანაგები გულსუნდა მდივანი და ამირან კახიძე ერთმანეთს შეხვდნენ.