ადვოკატირების ჯგუფი მუდმივად ახორციელებს შეხვედრებს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებთან მათი პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. პრობლემების შესწავლის შემდეგ იგეგმება მათი გადაჭრის გზები. აქტივობა მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.