დასრულდა ბუღალტერიის შემსწავლელი უფასო კურსი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში მიმდინარეობდა. კურსი 21 ბენეფიციარმა დაიწყო, მაგრამ სერთიფიკატი მხოლოდ 16 ბენეფიციარს გადაეცა. კურსები ტრენერს ცირა გოხიძეს მიჰყავდა.