http://www.awa.org.ge

 

5 სექტემბერს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ თანამშრომლებმა ქველმოქმედების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ ყველაზე უმწეო და მარტოხელა ბენეფიციარები შეარჩიეს და შემოწირულობებით შეგროვებული საკვები პროდუქტების პაკეტები გადასცეს. ასევე მოუწოდეს მოსახლეობას საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისკენ და ქველმოქმედების თემაზე საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს . მოგმართავთ თქვენც, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ერთად დავეხმაროთ მარტოხელა, უმწეო მოხუცებს! აქცია 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეგიძლიათ რუსთაველის 36 (ქობულეთი) მოიტანოთ ტანსაცმელი და პროდუქტები. ასევ შეგიძლიათ ასოციაციის ანგარიშზე მცირედი თანხა მაინც ჩარიცხოთ. ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია: ს/ს ,,საქართველოს ბანკი" N BAGAGE22 მიმღების დასახელება: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" მიმღების ნომერი: GE81BG0000000269832400GEL გადარიცხვის დანიშნულება: შემოწირულობა საკონტაქტო პირი: ნატო მიქელაძე 593 13 20 21

უკან