http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ -ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმატებული საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამაა, რითაც არაერთ ბენეფიციარს გაემართა ხელი საოჯახო ბიზნესისა თუ ფერმერული მეურნეობის თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიით აღჭურვის საქმეში. ამ დღეებში ორგანიზაციამ სოფელ ქობულეთელ მეციტრუსეს, 71 წლის დავით მიქელაძეს, საგრანტო კონიურსის ფარგლებში, ხეხილისა და ციტრუსოვანთა ნარგავების ბაღების მობილური შემასხურებელი აპარატი გადასცა. აპარატი საკმაოდ მოსახერხებელია 200 ლიტრიანი ავზით და 100 მეტრიანი სპეციალური დრეკადი ელასტიური მილით და მძლავრი შემაფრქვეველითაა აღჭურვილი. აღნიშნული დანადგარის ეფექტურად გამოყენება ფერმერს საშუალებას მისცემს ჭარბ მოსავალთან ერთად წარმოებული პროდუქციის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც აგრობიზნესიდან მიღებულ შემოსავალზეც საგრძნობლად აისახება.

უკან