http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა. დავით გაბაიძემ ხანდაზმულების პრობლემები მოისმინა და მათ შესაბამის უწყებებში შუამდგომლობას დაჰპირდა. შეწყვეტილი სოციალური დახმარება, უპოვართა სასადილოთი სარგებლობის უფლების ჩამორთმევა, მოხუცთა თავშესაფარის, მიწის რეგისტრაციის და ბინათმფლობელთა საკუთრები აღიარების საკითხები განხილვის მთავარი თემა იყო. თავის მხრივ დავით გაბაიძემ ხანდაზმულებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის და სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე ესწრებოდა. დისკუსია ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული.

უკან