http://www.awa.org.ge

როგორ შევადგინოთ CV და როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი? თემაზე ასოციაცია „ღირსეულ სიბერეში“ ტრენინგების ციკლი გრძელდება. მონაწილეებს საერთაშორისო და აპრობირებული მოთოდების შესახებს ტრენერმა დალი გუგუნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ცოდნის გაღრმავების მიზნით მათ პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაც მოუწიათ. მსმენელები საკმაოდ აქტიურები იყვნენ და მიღებული ინფორმაციით კმაყოფილები დარჩნენ. მათ ასევე, სერთიფიკატები გადაეცათ. დასაქმებაზე ორიენტირებული უფასო ტრენინგები დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტის - ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"

უკან