http://www.awa.org.ge

,,რატომ კლავენ კაცები ქალებს“- ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც 23 აგვისტოს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში ,,თავისუფალი ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ: მოდერატორი - ასლან ჭანიძე, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი; მომხსენებელი- თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; ასოციაციის ბენეფიციარები და ქობულეთის საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრა აქტიური და საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ინსტიტუციონალიზებულია ოჯახით, სოციალური და ეკონომიკური ჩარჩოთი, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. სწორედ ამ ინსტიტუციონალიზაციის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა მიმართ ძალადობას არ განიხილავს როგორც დანაშაულს. ამ მიდგომას კი დაუსჯელობის სინდრომამდე მივყავართ, ვითარება იმდენად რთულდება, რომ თავად ქალებისთვისაც კი რთული ხდება იმის აღიარება, რომ მათ არ ექცევიან და არ აღიქვამენ თანასწორად. დისკუსია გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ ფარგლებში

უკან