http://www.awa.org.ge

ასოციაციის ბენეფიციარები ქობულეთის მუზეუმში ჩატარებულ საინტერესო ღონისძიებას ,,ეთნოგრაფიული არტ გამოფენა-ხალხური რეწვა-დასავლეთ საქართველოსა და მეზობელ რეგიონებში“ დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრება და დამთვალიერებლებმა იხილეს მუზეუმში დაცული ისტორიული ნიმუშების გამოფენა, გაეცნენ ხალიჩების დამზადების ტრადიციასა და კულტურულ კავშირებს მეზობელი რეგიონების ხალხური რეწვის მხრივ. ასევე იმ გამორჩეულ თავისებურებებს, რომელიც ცალკეულ რეგიონს ახასიათებდა. გაეცნენ და დააგემოვნეს ჩვენს კუთხეში გავრცელებული სადღესასწაულო ტკბილეული. ღონისძიებაში ასოციაციის ბენეფიციარებთან ერთად მონაწილობდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ქედის მუზეუმის მუშაკები და ცნობილი არქეოლოგი, პროფესორი ამირან კახიძე. ასოციაცია მადლობას უხდის მუზეუმის დირექტორს რეზო ტაკიძის საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.

უკან