http://www.awa.org.ge

ყურადღება, დაიწყო ე რ თ ი შ ე შ ი ს ა ქ ც ი ა!
აქცია ცივ ზამთარში გათბობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოხუცებისთვის შეშის შეგროვებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ მათ არ აქვთ შესაძლებლობა გაზით გათბობის თანხა გადაიხადონ, საქველმოქმედო აქციით შეგროვებული შეშა კი მოხუცების თბილ ზამთარს უზრუნველყოფს.
მივმართავთ მოსახლობას, განსაკუთრებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის საჯარო სკოლებს, თითო ოჯახიდან მოტანილი ერთი ნაპობი შეშა ერთიანად ჩვენი ბენეფიციარების გათბობის პრობლემას გადაჭრის.
ქალაქ ქობულეთში შეშა შეგროვდება რუსთაველის 36, ორგანიზაციის ოფისის ეზოში! ხოლო სოფლებში საჯარო სკოლების ეზოებში. შეშის ტრანსპორტირებას და დარიგებას ორგანიზაცია ,,ღირსეული სიბერე" უზრუნველყოფს. (ინფორმაციის დაზუსტებისთვის მიმართეთ სკოლების ადმინისტრაციას)
საკონტაქტო იფორმაცია: 
ქობულეთი, რუსთაველის 36 ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისი
ტელ: 0426 26 77 17 მობ: 571 28 28 34
#ერთიშეშისაქცია 
#საქველმოქმედოაქცია
#თბილიზამთარი

უკან