http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები ბათუმის არქელოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ. ბენეფიციარებს ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძეც ახლდათ. უძველესი პერიოდის არტეფაქტების დათვალიერება ორმაგად საინტერესო იყო ბენეფიციარებისათვის. მასპინძლებმა მათ ცალკეული პერიოდიდან წარმოდგენილი არტეფაქტების შესახებ სხვადასხვა ისტორიებს მოუთხრეს. მუზეუმის დირექტორის, პროფესორ ამირან კახიძისა და ექსპოზიციების მენეჯერის ქალბატონ იზო დუმბაძის შთამბეჭდავი საუბარი წარსულში დაუვიწყებელი მოგზაურობა იყო ბენეფიციარებისათვის. ასოციაცია მადლობას უხდის პროფესორ ამირან კახიძეს და მის შესანიშნავ გუნდს გულითადი მასპინძლობისთვის.

უკან