http://www.awa.org.ge

გასულ კვირას, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერეს“ ბენეფიციარები გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეს ეწვიენ. ბენეფიციარებს თან ახლდათ ასოციაციის პარტნიორი ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე. ხანდაზმულებმა ციხე-სიმაგრის შიგა ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობასაც გაეცნენ და ახლახანს მოპოვებული ისტორიული მასალაც დაათვალიერეს. ასევე გაეცნენ იქვე არსებულ მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ ნიმუშებს, მოინახულეს და პატივი მიაგეს იესო ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულის-მატათას საფლავს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ჩვენს ბენეფიციარეს ამ ისტორიული ძეგლის დათვალიერებისას მეგზურობას უწევდნენ გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ექსპედიციის რაზმის უფროსი კახაბერ ქამადაძე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ასლანიშვილი. შთამბეჭდავი იყო თვითნასწავლი მხატვრის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქემალ თურმანიძის მიერ, მისი ინიციატივითა და მრავალწლიანი შრომით შექმნილი სამხრეთ -დასავლეთ საქართველოს ყოფისა და კულტურის მუზეუმის დათვალიერება. ძნელია სიტყვებით იმის გადმოცემა, რაც ამ ქმნილებების ხილვისას გეუფლება. აქ ხომ მთელი ჩვენი ყოფა, შრომა, ცხოვრება და მეურნეობრიობაა წარმოდგენილი, მთელი ფლორითა და ფაუნით, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საუკუნეების წინათ ყველაფერი მოძრაობისას წამიერად გაქვავდა. ასოციაცია მადლობას უხდის გონიო-აფსაროსის ისტორიული ძეგლის ხელმძღვანელს შოთა მამულაძეს და მუზეუმის შემქმნელ-დამაარსებელს ქემალ თურმანიძეს, რომლებმაც საფასურის გარეშე მოემსახურენ ჩვენს ბენეფიციარებს

უკან