http://www.awa.org.ge

ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში მონაწილე ყველაზე აქტიური მოხალისეები დაბა შეკვეთილში მინიატურების პარკში და Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „მუსიკოსების პარკში“ ექსკურსიაზე წაიყვანა. მთელი წლის განმავლობაში პროექტში განსაკუთრებით აქტიურად ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული კლუბ ,,სიჭაბუკის “ წევრები (ხელმძღვანელი ნინო მეგრელიძე) იყვნენ ჩართულები, ისინი კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და საქველმოქმედი აქციებში ხანდაზმულებთან ერთად მონაწილეობდნენ. ასოციაცია მადლობას უხდის კულტურის ცენტრს და კლუბ ,,სიჭაბუკეს“ აქტიური თანამშრომლობისათვის.

უკან