http://www.awa.org.ge

მუზეუმის შემქმნელი და დამფუძნებელი ქემალ თურმანიძე სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ნივთებს წლების განმავლობაში აგროვებდა. დღეისათვის მისი მუზეუმმი 4000-ზე მეტ ექსპონატს აერთიანებს, საიდანაც 5 %-ი ნაჩუქარია, ხოლო 95%-ს მის მიერ შესყიდული, ან შექმნილი. მუზეუმში შესვლა ვიზიტორისთვის 10 ლარი ღირს. თუმცა ჩვენს ბენეფიციარებს ბატონმა ქეამლმა საფასურის გარეშე მოესმსახურა. „ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ გამიჩნდა მუზეუმის შექმნის იდეა. მუზეუმის შექმნის იდეა ბოლო წლებში არ გამჩენია, ის მთელი სიცოცხლის მანძილზე მქონდა. დაახლოებით 1981 წლიდან დავიწყე სხვადასხვა ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება. პროფესიით ხეზე კვეთის ოსტატი ვარ, თავდაპირველად ხის ნივთებს ვაგროვებდი. შემდეგ ჩავრთე კერამიკის ნივთები, შემდგომ სპილენძის ნივთების შეგროვებაც დავიწყე. როცა გარკვეული რაოდენობის ეთნოგრაფიული ნივთები დამიგროვდა და საზოგადოების მხრიდან ამ ნივთების დათვალიერების სურვილი გაჩნდა, გადავწყვიტე ნივთები პატარა სივრცეში გამომეფინა, თუმცა ინტერესი იმდენად დიდი იყო და მასალაც იმდენად ბევრი, რომ საჭიროებდა გაფართოებას. მუზეუმში, 3000 კვ/მ-ზე წარმოდგენილია ხალხური რეწვის დარგები. მუზეუმში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ მნახველს ამა თუ იმ დარგზე სწორი შეხედულება ჩამოუყალიბდეს. მუზეუმში განთავსებულ სხვადასხვა დარგობრივ კუთხეებს თან ერთვის შესაბამისი მუსიკალური გაფორმებაც. მუზეუმის მოწყობაში სახელმწიფო დამეხმარა, შესაბამისი ფართი, სადაც შემდგომ მუზეუმის კონცეფცია განავითარა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მივიღე". ..განმარტავს ქემალ თურმანიძე. ექსკურსია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში" ფარგლებში იყო ორგანიზებული.

უკან