ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ბენეფიციარებმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენა დაათვალიერეს. ღია გრუნტში წარმოდგენილი იყო სურნელოვანი ვარდის 11 სახეობა და 100 კულტურული ფორმა. აქტივობა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.