http://www.awa.org.ge

ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“, დემოკრატიის ინსტიტუტმა და გურიის აგრობიზნესცენტრმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამოცხადებული კამპანიის ფარგლებში აჭარა/გურიის რეგიონში მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეო რგოლების კონკურსი ,,ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ ჩაატარა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდების მიერ ძალადობის პრობლემის სწორი გააზრება, მის მიმართ შეურიგებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. 11 დეკემბერს ქობულეთის მუზეუმში კონკურსის დაჯილდოვება გაიმართა. საკონკურსო ნამუშევრებს შორის ცხრა საუკეთესო ვიდეო რგოლი გამოვლინდა, რომელთა ავტორები მადლობის სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ჟიურიმ ოთხ ნომინაციაში ექვსი საუკეთესო ვიდეო რგოლი გამოავლინა: • სამოქალაქო პოზიციის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის X მოსაწავლეს

ქეთევან კაკალაძეს https://www.youtube.com/watch?v=ZRkRMm7jxWg და

ოზურგეთის N 1 საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფს ,,ნიკე“ https://www.youtube.com/watch?v=IFGvvw9bDA0&feature=youtu.be   

ყველაზე კრეატიული იდეისთვის მარია წულუკიძეს https://www.youtube.com/watch?v=_FshVKDno-4&feature=youtu.be

• მონაწილეთა მასიური ჩართულობისთვის ქობულეთის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბს ,,ეს ჩემი უფლებაა“ https://www.youtube.com/watch?v=eqUuWkbYMe8 და ციხისძირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს მარიამ დიმიტრაძეს https://www.youtube.com/watch?v=ZqzI4kk21tY&feature=youtu.be

• ხანდაზმულთა ძალადობის თემაზე საუკეთესო ვიდეოსთვის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ბერიძეს https://www.youtube.com/watch?v=evgcbjm1TzQ&t=4s

კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ასევე ენრი ვერულიძეს https://www.youtube.com/watch?v=0ynjizSr3VI&feature=youtu.be

ვაკო გობრონიძეს https://www.youtube.com/watch?v=GP6HekbfrVw

ციხისძირის საჯარო სკოლის გუნდს "სოციუმი" https://www.youtube.com/watch?v=EdFr8Awtr-o&feature=youtu.be

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილი, ქობულეთის კულტურის და განათლების სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, გამგებლის მოადგილე დავით ვერულიძე, რესურს ცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, მედია ჯგუფი აჭარა P.S გენერალური დირექტორი ჯემალ მეგრელიძე, მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე, კონკურსანტები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა კონკურსის მონაწილეებს საჩუქრად მუზეუმის აბონიმენტები დაურიგდა, ხოლო TV 12-ის დირექტორმა ჯემალ მეგრელიძემ ნომინანტებს საუკეთესო სოციალური ვიდეო რგოლების პროფესიონალურ დონეზე დამზადება დაჰპირდა, რომელიც ტვ12 ეთერში იტრიალებს. ასოციაცია მადლობას უხდის ქობულეთის მუზეუმის დირექციას მასპინძლობისათვის. კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში

უკან