http://www.awa.org.ge

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 2014 წელს დაარსდა. ასოციაცია ,,,ღირსეული სიბერე" უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მილოცვას და უსურვებს მათ, განსაკუთრებით კი ჩვენს ძვირფას ბენეფიციარებს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. „ძვირფასო მეგობრებო, სხვადასხვა თაობის ვეტერანებო, ვინც მეორე სამამულო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში, თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს. საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე, ჩვენ ვეტერანებზე. ეს დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი წარსული ღვაწლის აღიარება, არამედ ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრება. ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გიხდით საქართველოს მსახურებისთვის და მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ, “ გიორგი მარგველაშვილი

უკან