http://www.awa.org.ge

ცხელ ზაფხულთან გამოსამშვიდობებლად ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“-ს ორ ათეულზე მეტმა ბენეფიციარმა თავი ორგანიზაციის ოფისისი ეზოში მოიყარა და ზაფხული საკუთარი ლექსებით, ლიტერატურული ჩანახატებით, სიმღერებითა და სხარტული ხუმრობებით გააცილეს. საღამო მართლაც ერთობ ლამაზი, შთამბეჭდავი და შინაარსიანი გამოდგა. ბენეფიციარები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. სპეციალური პრიზიც გათამაშდა, ყველაზე აქტიურ მონაწილეს ნათელა ჟღენტს, სოფო ნიჟარაძის ახალი ალბომიც გადაეცა. აქტივობა ორგანიზებულის ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან