ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ ადვოკატირების ჯგუფი აქტიურად განაგრძობს თავშესაფარში მოთავსების მსურველ ხანდაზმულთა მონიტორინგს. ჯგუფის წევრები ადგილზე გასვლით სწავლობენ ბენეფიციარის საცხოვრებელ პირობებს და განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესაბამისობას. აქტივობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში მიმდინარეობს.