http://www.awa.org.ge

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია და ინტერნეტ რესურსები ორგანიზაციული განვითარებისთვის  ტრენინგის მონაწილეები- ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის", ქობულეთის მუზეუმის და კულტურის ცენტრის, საჯარო სკოლების პედაგოგები, იურისტები სოციალური პლატფორმების და ინტერნეტ რესურსების ახალ შესაძლებლობებს გაეცნენ ტრენერებმა - „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ, საერთაშორისო ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა მერი ჩენდლერმა, ინტერნეტ კომუნიკაციების ტრენერმა თამარ მამეიშვილმა და ჟურნალისტმა ქეთი დუმბაძემ მსმენელებს გააცნეს ინტერნეტ რესურსების შესაძლებლობები, რაც სამომავლოდ მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, პროექტის პარტნიორია ,,ღირსეულიო სიბერე." #სოციალურიმედიადაინტერნეტრესურსებიპროფესიულიგანვითარებისთვის

უკან