http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ქალთა კლუბის წევრების კულტურულ-ისტორიული ტურები გრძელდება. ხანდაზმულები ამჯერად სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს გაეცნენ. მოხუცებს შესაბამისი ინფორმაცია გიდმა მიაწოდა და მათ კითხვებსაც უპასუხა. აქტივობები მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან