http://www.awa.org.ge

ეს პატარა პოსტი ერთი სევდიანი ისტორიის შესახებ მოგითხრობთ, 88 წლის მარტოხელა მოხუცის გულიკო კაიკაციშვილის შესახებ, რომელსაც ერთ დროს თითქმის ყველაფერი ჰქონდა, დღეს პირადობის მოწმობისა და სახელ-გვარის ამარად დარჩა. ერთმა თაღლითმა ,,საქმოსანმა“ ისე გაფცქვნა და გაყვლიფა მოხუცი ქალბატონი, რომ თითზე გადასახვევი ძაფიც კი არ დაუტოვა და მოხუცებულობის პენსიისა და კეთილი ადამიანების მოწყალების იმედად დატოვა. სოციალურმა სამსახურმა მოხუცს სოციალური შემწეობა მოუხსნა, თუმცა სარეიტინგო ქულებით მის გრაფაში დიდი ნულები ეწერა! დღეს მოხუცი სამოწყალოდ სხვის ბინაში ცხოვრობს და კარის მეზობლების დახმარების იმედზეა. კეთილი ქალბატონი, თვითონ ხანდაზმული, ლამზირა მელაძე რომ არა, აქამდე სულსაც განუტევებდა. აღტაცებას და დიდ პატივისცემას იწვევს ქალბატონი ლამზირას მზრუნველობა მოხუცისადმი, რომელიც თავადაა პრობლემებით დახუნძლული, მაგრამ უანგაროდ უყოფს ლუკმას და უვლის ნახევრად დავრდომილ მოხუცს. 
საქართველოში შინმოვლის ინსტიტუტი ეხლა ვითარდება და შინმოვლის სერვისების საჭიროება ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება. დღეს სამედიცინო უფრო მეტად ორიენტირებულია დაავადებებათა მკურნალობასა და სტაციონარულ სერვისებზე. შესაბამისად, არ არსებობს ინსტიტუციონალური შინმოვლისათვის დამახასიათებელი მკურნალობის, მოვლისა და პრევენციის კომპონენტების ურთიერთკავშირი. 
იხ. სტატია ,,ხანდაზმულთა შინმოვლა" ,
http://forbes.ge/news/507/xandazmulTa-Sinmovla-

უკან