http://www.awa.org.ge

კითხვა:       

მოგესალმებით. მე ვარ თამარა კოვალიოვა, 78 წლის, ვცხოვრობ ქობულეთში. გამაჩნია საკუთარი ბინა, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ვინაიდან მყავს ორი შვილი მინდა, რომ მათ თანაბარი უფლებები ჰქონდეთ დედის დანატოვარ ქონებაზე და  ურთიერთშორის  არ შეექმნათ პრობლემები.  მაინტერესებს  სჯობს ანდერძი შევადგინო თუ სიცოცხლეშივე გადავუფორმო თავიანთი წილი ძმებს.   

                                                                                                 წინასწარ გიხდით მადლობას.   თ. კოვალიოვა

პასუხი

გამარჯობათ. ქალბატონო თამარ.  შესაძლოა  გააკეთოთ ჩუქებაც  და ანდერძიც, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ქონების გაჩუქების შემთხვევაში თქვენ რჩებით საკუთრების გარეშე, ამიტომ უმჯობესია სანოტარო ფორმით შეადგინოთ ანდერძი და გაუნაწილოთ მემკვიდრეებს ქონება თქვენი სურვილის შესაბამისად. 

 

                                                                                                  იურისტი მარიანა ჟღენტი     

უკან