http://www.awa.org.ge

კითხვა:      

გამარჯობათ. მე ვარ ეთერ კალანდარიშვილი, ვცხოვრობ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში გამაჩნდა ბინა საიდანაც იძულებით წამოვედი და დღეს დღეობით ვცხოვრობ ნაქირავებში და ძალიან მიჭირს ქირის გადახდა, ფაქტიურად რამოდენიმე თვის ქირის თანხა გადაუხდელი მაქვს. გაგიმარტავთ, რომ სადაო ბინა ჩემი სახსრებით შევიძინე.  მაქვს საარქივო ჩანაწერი, სადაც  მე კომლის წევრად ვირიცხები.  ეხლა კი ჩემი რძალი ცდილობს თავის სახელზე გაიფორმოს ბინა. გთხოვთ დამეხმაროთ.

                                                            თუ დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით.                  ე.  კალანდარიშვილი

 

 

პასუხი:          

გამარჯობათ. ქალბატონო ეთერ, თუ თქვენ გაქვთ საბუთი, კერძოდ კი ამონაწერი საარქივო ჩანაწერებიდან, სადაც თქვენ ირიცხებით  აღნიშნულ ბინაში კომლის წევრად,  შეგიძლიათ  მიმართოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იურიდიულ სამსახურს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი რძლის სახელზე გაცემულია პრივატიზაციის ხელშეკრულება.  უფლება გაქვთ მოითხოვოთ მისი გაუქმება და თანამესაკუთრედ აღიარება.   

                                                                                                 იურისტი   მარიანა ჟღენტი

უკან