http://www.awa.org.ge

კითხვა:       

მოგესალმებით. მე ვარ შორენა გოგოლაური ვცხოვრობ ქობულეთში, ვარ მარტოხელა დედა და შესაბამისად ჩემს ყოფილ მეუღლეს ჩვენი შვილის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ყოველთვიურ  სახდელად ალიმენტი.  გადაწყვეტილების გამოტანიდან გასულია სამი წელი.  მაინტერესებს შემიძლია თუ არა ამ თანხის ამოღება და როგორ.

                                                                                            შ. გოგოლაური

პასუხი

გამარჯობათ. ქალბატონო შორენა,  ამ თანხის აღება სრულად შეიგიძლიათ.   თავდაპირველად უნდა მიმართოთ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მოითხოვოთ სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც  იუსტიციის სახლში, სააღსრულებო ბიუროს განყოფილებაში წარადგენთ  გადაწყვეტილებისთან ერთად, რის შემდეგაც მოხდება  კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.

 

                                                                                                          იურისტი   მარიანა ჟღენტი

უკან