http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ ოფისში ორი დღის განმავლობაში მაღალკვალიფიციურ ოფტომოლოგ მარინა ჯობავასთან ინდივიდუალური კონსულტაციები ორგანიზაციის ოთხ ათეულზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა. ხანდაზმულობით თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული მხედველობის პრობლემები ასაკის მატებათან ერთად მატულობს და ამიტომაც გამოცდილ სპეციალისტთან შეხვედრის ინდივიდუალური გამოკვლევების და თუნდაც სათვალის შერჩევის მსურველები ბლომად იყო. რამდენიმე ბენეფიციარს ექიმმა პროგრამული დაფინანსებით თვალის კატარაქტაზე ოპერაციის გაკეთება ურჩია და დამატებითი უფასო გამოკვლევებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მიიწვია. ძირითად ნაწილს კი შესაბამისი აპარატურით საჭირო სათვალის ნომრებიც შეურჩია და თვალის მოვლის პროფილაქტიკისა და რეჟიმის რეკომენდაციები მისცა. აქტივობა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში" ფარგლებში გაიმართა.

უკან