http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ქალთა კლუბის წევრებმა და მოხალისეებმა კულტურულ -ისტორიული ტურები დაგეგმეს. ამჯერად ხანდაზმულთა ჯგუფი პეტრას ციხეს ეწვივია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მათ შესაბამისი ინფორმაცია ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა მიაწოდა. რევაზ ტაკიძემ ხანდაზმულების შეკითხვებსაც უპასუხა. აქტივობები მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან