http://www.awa.org.ge

შემოდგომის მიწურულს ქობულეთის მუზეუმში ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარების და ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის ,,სიჭაბუკე“ წევრების მონაწილეობით შესანიშნავი საღამო გაიმართა. ახალგაზრდებმა შემოდგომისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს. ბენეფიციარები კი საკუთარი ლექსებით და მხიარული სიმღერებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. საღამოს ამშვენებდა ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ შექმნილი შემოდგომის კომპოზიციები. ასოციაცია მადლობას უხდის მუზეუმის დირექტორს ბატონ რეზო ტაკიძეს მასპინძლობისთვის და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელ ნინო მეგრელიძეს საინტერესო საღამოს ორგანიზებისათვის. აქტივობა გაიმართა ვროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი).

უკან