ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს ქართული ფარმაციის ლიდერმა ,,ავერსმა“ ტრადიციისამებრ დაეხმარა. ,,ავერსის“ საქველმოქმედო ფონდმა სოციალურად დაუცველ 25 ხანდაზმულს პირველადი დახმარების მედიკამენტები გადასცა. ქველმოქმედება და თანადგომა, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს საზოგადოებას ,,ავერსისთვის“ ყოველდღიური საქმიანობაა. ასოციაცია მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდა ,,ავერსს“ და უსურვებს მას მომავალ წარმატებებს.