ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-‘’ ს მონიტორინგის ჯგუფმა დღეს ქობულეთის უპოვართა სასადილოს სანიტარული მდგომარეობა, მენიუ, კერძების ხარისხი და პროდუქტების შენახვის წესების დაცვის მდგომარეობა შეამოწმა. ასევე გაესაუბრა სასადილოს მომსახურებით მოსარგებლეებს და ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების, რომელიც სასადილოს ინვენტარს და სანიტარულ-ჰიგიენური კულტურის დაცვას ისახავს - რეკომენდაციები მისცა. მონიტორინგის წევრებმა მზა კერძები თავად დააგემოვნეს. საერთო აზრით სასადილოში სადღეისოდ არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.