ასოციაცია ,,ღირსეული სიბერეს“ ადვოკატირების ჯგუფი, პროექტის ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ფარგლებში (დონორი- ევროკავშირი) სოციალურად დაუცველი მოსახლოების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების მონიტორინგის განხორციელებას განაგრძნობს. მორიგი მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ დევნილებისთვის აქტუალურია საბოსტნე მიწების სარგებლობის უფლება, რაც მათთვის დიდი შერავათი იქნებოდა, ხოლო ვერულიძის 9 ში მდებარე ბარაკებში მცხოვრები მოსახელობისთვის უძრავი ქონების რეგისტრაცია, მათ აქვთ უმძიმესი კომუნალური პრობლემები, არ აქვთ შუქი და წყალი.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხანდაზმულთა რესურს ცენტრში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც ბენეფიციარები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი ქობულეთში ლაშა გადელია ესწრებოდნენ. მრგვალ მაგიდაზე მოწვეული იყვნენ ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელები, მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა მათ მრგვალი მაგიდისთვის ვერ მიიცალეს.
გადაწყდა, რომ ასოციაცია საკრებულოს და გამგეობის ახალი შემადგენლობის ამოქმედების შემდეგ, წერილობით მიმართავთ მათ და საკითხების დადებითად გადაწყვეტას შეეცდება. იმედია ახალი საკრებულო და გამგეობა სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდება და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.