http://www.awa.org.ge

28 მარტს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში, ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნის ფარგლებში, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა და ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარები, მარტოხელა დედები, სოციალური სამსახურის იურისტი ლაშა მამულაძე, ორგანიზაციის იურისტი მარიანა ჟღენტი და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის ფაქტები და მარტოხელა დედების პრობლემები განიხილეს. აღინიშნა, რომ ბენეფიციარებს პრობლემების გადაჭრაში ძალოვან სტრუქტურებთან ერთად სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც დაეხმარებიან. მათ გადაეცათ საინფორმაციო მასალა, ასევე ნაჩვენები იქნა ძალადობის თემაზე სოციალური რეკლამა.

უკან