http://www.awa.org.ge

ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარი 69 წლის ქალბატონი ნათელა ბელთაძე ზღვის ნიჟარებიდან, პლაჟის ფერადი კენჭებიდან, სადაფის ნატეხებიდან და ზღვის ფაუნის გამხმარი ნიმუშებიდან ლამაზ სუვენირებს ქმნის. ხანდაზმული და ხელმოკლე პენსიონერისთვის-გატაცებაში გადაზრდილი ბიზნესი დამატებითი შემოსავლის წყაროცაა. მისი ნაწარმი ჩამოსულ ტურისტებსა და ადგილობრივებში მოწონებით სარგებლობს. ასოციაციამ ხანდაზმული ქალბატონი პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში მცირე გრანტით დააფინანსა.

უკან