http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“  ოფისმა ნარდის   ტურნირს  უმასპინძლა, რომელიც  ოფისის ეზოში,   სახელდახელოდ მოწყობილ ფანჩატურში გაიმართა.  საზაფხულო ავეჯი ფანჩატურისთვის    პარტნიორმა ორგანიზაციამ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა  ,,ინტელექტმა   “ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“  ფარგლებში გადასცა.   ტურნირის  თვრამეტი  მონაწილედან  თორმეტი ორგანიზაციის ბენეფიციარი გახლდათ. შეჯიბრებაში მონაწილეობა ქობულეთის მუზეუმის მონარდეთა გუნდმაც მიიღო. ტურნირის მსაჯობის პატივი ცნობილ ექიმს  ფირან კალანდაძეს ხვდა წილად, რომელსაც საკმაოდ დიდი ჯაფა დასჭირდა, რათა ჭარბ ვნებათაღელვასაც გამკლავებოდა და ამავდროულად ობიექტური მსაჯობის სადავეებიც  ხელიდან არ გაეშვა.  თუმცა უნდა ითქვას, რომ მან ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა. :) შეჯიბრების გვირგვინი -  ფინალური ორთაბრძოლა გახლდათ , სადაც ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთმა  უხუცესმა ბენეფიციარმა 82  წლის  მოქმედმა ჟურნალისტმა  ეთერ ჩხაიძემ იმარჯვა და მთავარი პრიზიც დაიმსახურა.. მეორე ადგილზე  მაია კიკნაძე გავიდა,  მესამეზე კი ეთერ კაკალაძე. ამ დღეს ბედი აშკარად არ სწყალობდათ ჩვენს მამაკაც მონარდეებს, თუმცა სამახსოვრო საჩუქრების  გარეშე არავინ დარჩენილა.  აგვისტოში ანალოგიური ტურნირი კვლავაც გაიმართება და ორი ტურნირის საუკეთესო მონარდეები სეზონის მთავარი პრიზისთვის ზაფხულის ბოლოს იბრძოლებენ.

უკან