http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისმა ტრადიციულ ნარდის ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ოფისის ეზოში გაიმართა. ასოციაციის ბენეფიციარებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობა ქობულეთის რესურს ცენტრის გუნდმაც მიიღო (ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე). ტურნირის მსაჯობის პატივი ქობულეთის მუზეუმის დირექტორს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს და დიდ გულშემატკივარს რეზო ტაკიძეს ხვდა წილად, რომელმაც დაკისრებულ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. ამ დღეს ბედი აშკარად არ სწყალობდათ ჩვენს ქალ მონარდეებს, შეგახსენებთ რომ 2016 წლის ტურნირის გამარჯვებული 82 წლის ეთერი ჩხაიძე გახლდათ. 2017 წლის ტურნირის გამარჯვებული გახდა მუხაესტატეს საჯარო სკოლის დირექტორი დავით მენაღარიშვილი, რომელსაც თასი და სამახსოვრო პრიზი გადაეცა. სამახსოვრო საჩუქრების გარეშე ტურნირის არცერთი მონაწილე არ დარჩენილა. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

უკან