http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ სადემონსტრაციო სათბურში, სადაც ბენეფიციარებს დახურულ გრუნტში მარწყვის მოვლა -მოყვანის პრაქტიკულ სწავლებას გადიან, მარწყვის პირველი მოსავალი მივიღეთ. კენკროვანი კულტურით პირველ რიგში რა თქმა უნდა ხანდაზმულებს გავუმასპინძლდით. შეხვედრა მხოლოდ მარწყვის დაგემოვნებით არ შემოფარგლულა, ბენეფიციარებმა ლექსები წაიკითხეს და იმღერეს კიდეც. კმაყოფილი სახეები კი ჩვენმა ფოტოგრაფმა კადრზე აღბეჭდა. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან