დღეს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში, პროექტის „ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი) ფარგლებში, მცირე ბიზნესის მართვის თემაზე ჩატარებული ტრენინგების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. წარდგინებას საქართველოს პარლამენტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, საკრებულოს წევრები, გამგეობის სხვადასხვა სამსახურისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სტრუქ ტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის დირექტორმა ნანა კალანდაძემ შეკრებილთ მიმდინარე საქმიანობა გააცნო და ჩატარებული ტრენინგების შედეგებზე ისაუბრა, ტრენინგის ფარგლებში ამჯერად პროექტით გათვალისწინებული მცირე გრანტებით 28 ბენეფიციარი დაფინანსდა, შესაბამისად მიღებული თეორიული ცოდნა და გრანტი თითოეული მათგანის თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციაზე ასევე ევროპული კომისიის (UNECE) მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის პროექტის „საქართველოში დაბერების მეინსტრიმინგის გზამკვლევი“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულ ასოციაციის რამდენიმე ბენეფიციარს სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო მიმდინარე საქველმოქმედო აქციის „ჩვენც დავბერდებით“ მონაწილეები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.